კალათბურთი

12:36 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯი მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდება

yahoo-ს ცნობით, “ინდიანას” ფორვარდი პოლ ჯორჯი მარტის შუა რიცხვებში პარკეტს დაუბრუნდება. “ინდიანას” ლიდერი ახლოსაა აღდგენითი პროცესის დამთავრებასთან.

24 წლის კალათბურთელს გასულ ზაფხულს ამერიკის ნაკრების ვარჯიშზე ფეხი მოტყდა, რის შემდეგაც ჯორჯი პარკეტზე აღარ გვინახავს.

მიმდინარე სეზონში “ინდიანას” გუნდის ლიდერი აშკარად დააკლდა, რაც შედეგებზეც აისახა: “პეისერსმა” 54 მატჩიდან - 33 წააგო. გასულ სეზონში ჯორჯმა 80 მატჩი ჩაატარა, პოლის მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 21.7 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.5 პასი გახლდათ.

0.112896