ფეხბურთი

11:34 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენკი” საპრიზო ადგილს მიუახლოვდა

ბელგიის იუპილერ ლიგაში “გენკმა” 26-ე ტურის მატჩი ჩაატარა და “ვესტერლო” სტუმრად 2:1 დაამარცხა. ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო. შემტევი მოედანზე 59-ე წუთზე შრივერსის მაგივრად შევიდა. ლუკა ზარანდია ალექს მაკლიშმა 18-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

გენკელებმა ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში მოიგეს, დაუგროვდათ 43 ქულა და საპრიზო მესამე ადგილთან ერთი ქულა აშორებთ. აღნიშნული შეხვედრა 26-ე ტურის პირველი მატჩი გახლდათ, თუმცა სატურნირო ცხრილში სხვა შეხვედრების ანგარიშები “გენკს” მე-6 ადგილს ვერ წაართმევს.

0.127138