ფეხბურთი

1:44 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ტრადიციას უღალატა: გაუშვა, მაგრამ მოიგო

თამაში დაიწყო თუ არა, "დორტმუნდმა" გოლი გაუშვა, მაგრამ ამჯერად ნაცნობი სცენარი არ გვინახავს: იურგენ კლოპის გუნდმა თამაში მოატრიალა და საბოლოოდ, 4:2 სძლია "მაინცს". ისე, ლამაზი გოლი კი გაიტანეს სტუმრებმა, კერძოდ, სოტომ შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა ცარიელ კარში – მეკარე ვაიდენფელერი მანამდე ბურთს იგერიებდა და კარში ჩადგომა ვერ მოასწრო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი წააგეს, მეორის დასაწყისში კი ჯერ სუბოტიჩმა მიითვალა გოლი თავურით, მერე როისმა გააკეთა თავისი საქმე და წინ გაიყვანა დორტმუნდელები. ერთ წუთში მალიმ გაათანაბრა (2:2), მაგრამ "დორტმუნდს" თავისი თამაში უკვე დაჭერილი ჰქონდა და მეტოქე გატეხა. როისის მშვენიერ პასს ობამეიანგის გოლი მოჰყვა, ხოლო მეოთხე ბურთი შაჰინმა გაიტანა.
"დორტმუნდმა" ზედიზედ მეორედ მოიგო და ალბათ, ნელ-ნელა დაშორდება საშიშ ზონას. აბა, როდემდე უნდა ყოფილიყო იქ?

დორტმუნდი-მაინცი 4:2 (0:1)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სოკრატისი, შმელცერი, ნური შაჰინი, გიუნდოგანი, კაგავა (გინტერი 77), კამპლი (მხითარიანი 70), როისი (რამოსი 84), ობამეიანგი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მაინცი: კაპინიო, ბროზინსკი, ბელი, ბუნგერტი, ბენგსტონი, სოტო (კლემენსი 56), გაისი, ბაუმგარტლინგერი, მალი, ჰოფმანი (კუ 55), ოკაზაკი (დე ბლაზისი 82)
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გოლები: 0:1 სოტო (1), 1:1 სუბოტიჩი (49), 2:1 როისი (55), 2:2 მალი (56), 3:2 ობამეიანგი (71), 4:2 შაჰინი (78)
გაფრთხილება: ბროზინსკი (48)
მსაჯი: შტილერი
ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 21 (10) – 6 (3), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 5-4; სეივი: 1-6

0.12779