ფეხბურთი

18:55 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” მირანდას შეძენას ეცდება

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “ატლეტიკოს” 30 წლის ცენტრალური მცველის მირანდას გადაბირებას ზაფხულში შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” ავრცელებს.

“მანკუნიანელები” მზად არიან სამხრეთამერიკელი უკანახაზელის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო გაიღონ. ესპანელ მიმომხილველებს თუ ვერწმუნებით, “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც იჩენს.

მირანდა “ატლეტიკოში” 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მანამდე კი სახელი მშობლიურ “სან პაულუში” თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115504