ფეხბურთი

18:52 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პაბლო ფეხბურთიდან მიდის

ლა კორუნიის “დეპორტივოს” 39 წლის მცველმა მანუელ პაბლომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ესპანურ “ონდა სეროსთან” საუბარში განაცხადა.

“გადავწყვიტე, რომ ივლისიდან ფეხბუთის თამაშს თავი დავანებო. ვხედავ, რომ ძალიან ცოტას ვთამაშობ, ძველებურად სიამოვნებას აღარც ვარჯიშები მანიჭებს”, - განაცხადა მანუელ პაბლომ.

ესპანელი ფეხბურთელი “დეპორტივოს” ღისებას 1998 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდის მაისური ესპანურ ლა ლიგასა და სეგუნდა დივიზიონში 375-ჯერ მოირგო, მეტოქეები კი ერთხელ დაამწუხრა. წლეულს იგი პრიმერადივიზიონში მოედანზე არ გასულა.

0.112741