ფეხბურთი

14:31 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინომ” გაცის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიური “ტორინოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საყრდენმა ნახევარმცველმა ალესანდრო გაციმ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და “სტადიო ოლიმპიკოზე” 2016 წლის ივლისამდე დარჩება.

იტალიელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს 2012 წლის ივლისში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 70 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.111988