სხვა

13:07 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

5 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

კანადის ქალაქ ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ.

სპორტისადმი უსაზღვრო სიყვარულმა და პროფესიონალიზმმა მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნანატრი საგზური მოაპოვებინა და დიდი გეგმებიც დაუსახა. ვანკუვერში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, სოლიდარობა და ღრმა სამძიმარი გამოხატა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ზოგადად სპორტულმა საზოგადოებამ ქუმარიტაშვილის ოჯახის და მთლიანად საქართველოს მიმართ.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.

ნოდარ ქუმარიტაშვილი მხოლოდ 21 წლის იყო.

www.geonoc.org.ge

0.114594