ფეხბურთი

13:02 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რივერ პლეიტი” აიმარს 5 თვე მოისაკლისებს

“რივერ პლეიტის” 35 წლის არგენტინელი ნახევარმცველი პაბლო აიმარი გუნდს 5 თვით დააკლდება. არგენტინული მედიის ცნობით, აიმარს კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა.

წყაროს ცნობით, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა, მაგრამ აღდგენით პროცესს 5 თვე დასჭირდება.

აიმარი “რივერ პლეიტში” იანვრის თვეში გადავიდა. პაბლო არგენტინულ კლუბში 1996-2001 წლებშიც თამაშობდა.

0.11546