ჩოგბურთი

1:05 | 13.02.2015 | ნანახია 589 - ჯერ

საწყისი რაუნდი ქვაცაბაიამაც დასძლია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ყოჩაღად თამაშობენ ქართველი ჩოგბურთელები. პირველ ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძეს მე-6 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიამაც მიჰბაძა და პირველი წრის დაძლევა შესძლო.

არადა, ქვაცაბაიას დიდი ბრძოლა გადახდა. კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ ჩიჰირო ტაკაიამასთან მატჩი ძალიან გაიწელა და საბოლოოდ, სოფომ 7:5, 2:6, 7:6 (7:2) მოიგო.

მერვედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე კიდევ ერთი იაპონელი, ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული ჩიჰირო ნუნომე იქნება. დღესვე, მე-2 რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელ რებეკა სტოლმარს გაეჯიბრება გორგოძე.

წყვილთა ტურნირში ქართველთაგან მხოლოდ ეს უკანასკნელი ასპარეზობს. ეკატერინე რუს ვიკტორია კანთან ერთად მე-3 ნომრადაა განთესილი. მათ ავსტრიელ შუპერს და ბულგარელ ვანგელოვას 6:3, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში ფრანგ ლეუვერსს და იტალიელ პინტოს ეთამაშებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:27 | 13.02.2015
braziliano84 (1301)

წარმატებები გოგონებს...

0.138989