საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “მამლებთან” მიმდინარე კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება. ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
დიდიე დეშამი “სამფეროვნებს” 2012 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და გუნდი 2014 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გაიყვანა.
ფეხბურთელობისას კი მას ნაკრებში 103-ჯერ უასპარეზია. დეშამი იმ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რომელმაც მიჯრით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.