როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე კრის რემზი იმუშავებს. ლონდონური კლუბი მიქაელ ლაუდრუპთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა დანიელმა მწვრთნელმა სეზონის ბოლომდე ყატარულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
მას შემდეგ რაც კლუბი ჰარი რედნაპმა დატოვა, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს კრის რემზი და კევინ ბონდი ითავსებდნენ, დღეიდან კი მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე რემზი იმუშავებს.
ქპრ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფება და პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.