ფეხბურთი

20:16 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

როსის დაბრუნებას გაზაფხულზე ელიან

ფლორენციის “ფიორენტინას” 27 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი მოედანზე დაბრუნებას მარტის ბოლოს შეძლებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. როსი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გასულა.

ვინჩენცო მონტელამ ფეხურთელი ევროპის ლიგის განაცხადშიც შეიყვანა და როგორც ჩანს მისი ისევ ეიმედება.

იმედისმომცემი იტალიელი ფეხბურთელი ტრავმებმა დატანჯეს. არადა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამერიკაში დაბადებულ ფორვარდს იტალიის სერია A-ში მხოლოდ 41 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა 25 გოლის გატანა მაინც მოახერხა. გარდა ამისა, მას ესპანური “ვილიარეალის” რიგებში 136 თამაშში მეტოქეები 54-ჯერ ჰყავს დამწუხრებული.

იტალიის ნაკრების ღირსება კი ჯუზეპეს 30-ჯერ დაუცავს და 7 გოლიც გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121095