ფეხბურთი

20:08 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასის შანსი

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შაბათს, 14 თებერვალს “ლა ლიგის” მორიგ კალენდარულ შეხვედრაში, რომელშიც “ბლანკოსი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ცვლილებები გუნდის კაპიტან იკერ კასილიასსაც შეეხება. იტალიელი სპეცილისტი “დეპორის” წინააღმდეგ შანსის მიცემას გუნდის კოსტარიკელ კარის დარაჯ კეილორ ნავასისთვის აპირებს. ნავასმა “რეალის” ბოლო ვარჯიშზე ორმხრივი თამაშისას ძირითადი შემადგენლობის წევრების მხარდამხარ ითამაშა.

კასილიასმა წაგებულ მადრიდულ დერბიში (0:4) მთლად დამაჯერებლად ვერ ითამაშა და დიდწილად პირველი გაშვებული ბურთი მის სინდისზეც იყო.

“ლევანტეს” ყოფილმა კარის დარაჯმა კი უკანასკნელად მადრიდელთა შემადგენლობაში ნოემბრის თვეში ითამაშა.

0.122958