როგორც ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ედენ აზარმა “არისტოკრატებთან” ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბელგიელი დასავლეთლონდონის კლუბში 2012 წლიდან თამაშობს.
“ბედნიერი ვარ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. აქ თავს კარგად ვგრძნობ. ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა მეხმარება განვითარებაში. “სტემფორდ ბრიჯზე” ფანტასტიკური გარემოა და ბრწყინვალე თანაგუნდელები მყავს”, - აღნიშნა აზარმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“მოხარული ვარ აზარის გადაწყვეტილებით. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი”, - განაცხადა მოურინიომ.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 25 მატჩი გამართა და 9 გოლი გაიტანა. აზარი “ჩელსიში” გადასვლამდე ფრანგული “ლილის” მაისურით თამაშობდა.