ფეხბურთი

18:45 | 12.02.2015 | ნანახია 730 - ჯერ

 “შალკემ” შესაძლოა ნასტასიჩი გამოისყიდოს

სერბი ფეხბურთელი მატია ნასტასიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა “შალკემ” გამოისყიდოს. ნასტასიჩი “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი გერმანულ კლუბში იჯარის წესით გადავიდა.

“მანჩესტერ სიტისა” და “შალკეს” შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც “შალკეს” ფეხბურთელის საბოლოო გამოსყიდვის უფლებას აძლევს. როგორც “ბილდი” იუწყება, 21 წლის მცველის შეძენის შემთხვევაში “შალკეს” 9,4 მილიონი გირვანქას გადახდა მოუწევს.

“მოუთმენლად ველი ყოველ მატჩს. ჩემი მთავარი პრობლემა სათამაშო დროის სიმცირე იყო, რომელიც შეიძლება ითქვას მოხსნილია, რადგან გერმანულ კლუბში სათამაშო დრო მომეცა”, - განაცხადა ნასტასიჩმა “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ნასტასიჩს “მანჩესტერ სიტიში” თამაშისას იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა, “შალკეში” გადასვლის შემდეგ კი ბუნდესლიგაში საწყისი 3 მატჩი სრულად ჩაატარა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:48 | 12.02.2015
george_white (2065)

აზარზე რატო არ წერთ არაფერს? ჩელისთან გაახანგრძლივა კონტრაქტი

19:27 | 12.02.2015
chamilo (33560)

როგორ ხაანგრძლივა?შალკეს გამოსყიდვის უპირატესობა აქვს და სიტი როგორ უხანგრძლივებს ისეთ ფეხბურთელს რომლის ყიდვა შალკეს შეუძლია?შეიძლება მილნერში გეშლება

0.129368