ფეხბურთი

15:07 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” სურთ

როგორც იტალიური პრესა იუწყება, “პალერმოს” ფორვარდ პაულო დიბალას შეძენით “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდნენ. ამ თემაზე 21 წლის არგენტინელი იტალიელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ვფიქრობ, ჩემს შესახებ გაზვიადებულად საუბრობენ. ჯერ კიდევ მჭირდება განვითარება, რათა მაღალი დონის კლუბში თამაში შევძლო”, - აღნიშნა ფეხბურთელმა იტალიურ პრესასთან საუბარში.

“კომპიუტერში ფეხბურთის თამაშისას მხოლოდ 2 გუნდს, “ბარსელონას” ან “მანჩესტერ სიტის” ვირჩევ. ჩემი ოცნებაა გავხდე ერთ-ერთი მათგანის ფეხბურთელი”, - დასძინა არგენტინელმა.

დიბ ალამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირ კარლოს ტევესს კი 3 გოლით ჩამორჩება.

0.123861