ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “საკრამენტო კინგზის” მთავარ მწვრთნელად ჯორჯ კარლი დაინიშნება. ამერიკული პრესის ცნობით, 63 წლის სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება, მისი კონტრაქტი კი 4 წელზე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ საკრამენტოელებმა უწინდელი თავკაცი მაიკლ მელოუნი გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს და დროებით მოვალეობის შემსრულებლად ტაირონ კორბინი დანიშნეს. ამ უკანასკნელმა პოსტზე კარგა ხანს გაძლო, თუმცა, მძიმე ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხა.
“კინგზს” მიმდინარე სეზონში 18 მოგება და 34 მარცხი გააჩნია და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში გასვლა კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია.







