როგორც სოციალურ ქსელში ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალური გვერდი იუწყება, კლუბს კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელი დმიტრი ბელოვი შეუერთდება. ლანჩხუთის “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის განცხადებით, ბელოვი “გურიას” რიგებში პირველ ვარჯიშს შაბათს გამართავს.
“შესაძლოა გუნდის გასაძლიერებლად ლეგიონერი კიდევ დავიმატოთ”, - აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.
26 წლის დმიტრი ბელოვი ამპლუით მცველია. მან საფეხბურთო კარიერა 2005 წელს “დნიპროში” დაიწყო, ასევე თამაშობდა “კრივბასსა” და კიევის ცსკა-ში, ლანჩხუთის “გურიაში” გადასვლამდე კი ბილა ცერკვას “არსენალში” გამოდიოდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “გურიაში” კიდევ 2 უკრაინელი ფეხბურთელი ნიკიტა კონოვალოვი და იური შეველი ჩაირიცხნენ.