გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერი “ვოლფსბურგი” ზაფხულში ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს დაბრუნებას ეცდება. “მგლები” წლეულს შესანიშნავად გამოიყურებიან და როგორც ჩანს, გაძლიერებას მომავალი სეზონისთვისაც აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯეკოს გასხვისებას არც “მანჩესტერ სიტი” გამორიცხავს. ჯეკო 2011 წელს “ქალაქელების” წევრი სწორედ “ვოლფსბურგიდან” გადასვლის შემდეგ გახდა.
2008-2009 წლების სეზონში კი ბოსნიელის ლიდერობით მაშინ ფელიქს მაგათის გუნდმა არნახულ წარმატებას მიაღწია და ბუნდესლიგის ვერცხლის სინი მოიგო.