ჩოგბურთი

2:27 | 12.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

გორგოძემ იოლი გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი იოლად დასძლია.

გორგოძემ იტალიელი ჯიორჯია პინტო 6:0, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელ რებეკა სტოლმარს გაეჯიბრება.

პირველი წრის შეხვედრა ჯერაც ჩასატარებელი აქვს სოფო ქვაცაბაიას. მე-6 რეიტინგის მქონე ქართველი გოგონა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ ჩიჰირო ტაკაიამას გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძის და რუსი ვიკტორია კანის მე-3 ნომრად მიჩნეული დუეტი ავსტრიულ-ბულგარულ ტანდემს (შუპერი-ვანგელოვა) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064266
სარეკლამო ადგილი - 99
X x X