ფეხბურთი

23:21 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ომონიას” გამარჯვება, “ოთელოსის” ფრე

კვიპროსის თასის გათამაშების შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა “ომონიამ.” უჩა ლობჟანიძის გუნდმა მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში 2:0 დაამარცხა “კარმიოტისა”. გოლები ალექს რუბიოსა და ანდრე შჩემბრის ანგარიშზეა.

ქართველი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

https://www.youtube.com/watch?v=aL5RC2VIa-o#t=71

“ოთელოსმა” საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 ითამაშა ლარნაკას “აეკთან.” როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ეს უკანასკნელი კი მე-80 წუთზე ტიაგო სანტოსმა შეცვალა.

“ოთელოსი” 62-ე წუთზე ვერას გოლით დაწინაურდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კატალამ კვასხვაძის კარში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

0.120601