“დორტმუნდის” მთავარმა მწრთნელმა, იურგენ კლოპმა მისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, მარკო როისის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე კომენტარი გააკეთა.
“ძალიან მიხარია, რომ მარკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, ის თავს კომფორტულად გრძნობს და ფეხბურთის თამაშზე კონცენტრაცია შეუძლია. თანაგუნდელები როისის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გასახდელში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. იმედი მაქვს, ასეთივე რეაქცია ექნებათ გულშემატკივრებსაც.
მარკო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომლის შეძენითაც არაერთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ის გუნდის მიმართ ყოველთვის პატივისცემას ამჟღავნებდა და გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდა.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.