ფეხბურთი

20:27 | 11.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“ვესტ ჰემი” ერნანდესით დაინტერესდა

“ას”-ის ცნობით, “ვესტ ჰემი” მექსიკელი ფორვარდის ხავიერ ერნანდესის დამატებით დაინტერესდა. ამ დროისთვის ჩიჩარიტო იჯარის წესით მადრიდის “რეალში” თამაშობს. “მანჩესტერის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ვან გაალის გუნდში უნდა დაბრუნდეს, თუმცა უცნობია დარჩება თუ არა “მანჩესტერში.”

მექსიკელს “მანჩესტერთან” კონტრაქტი 18 თვის შემდეგ უმთავრდება. ინგლისურ გრანდში დაბრუნების შემთხვევაში ჩიჩარიტოს კონკურენტები მრავლად ეყოლება: რუნი, ფალკაო, ვან პერსი და 19 წლის ჯეიმს უილსონი.

სავარაუდოდ, ელერდაისის გუნდი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.

“ვესტ ჰემის” მსგავსად ერნანდესის დამატებით დაინტერესებულია “ლაციოც”.

ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:19 | 12.03.2016
araza-1918 (6330)

კალაძე გაიღვიძე ტრენერი გვინდა. დღეს ჩვენი რაგბისტები გალახავენ ღრუსებს. ყაზახეთანდე 17 დღე.გაფართოებული 40 კაციანი სიის ჩემი ვარიანტი. ლორია რევიშვილი შელია/უფა/===ლობჟანიძე კაკაბაძე კვერკველია კაშია გრიგალავა ამისულაშვილი დვალი ხიზანიშვილი ხუბუტია ნავალოვსკი ჯიქია/ამკარი/ ====კანკავა ანანიძე დაუშვილი კვეკვესკირი აბურჯანია ცინცაძე===ოქრიაშვილი ყაზაიშვილი თარგამაძე ჭანტურია კობახიძე მერებაშვილი ყენია ჰუფნახელი ძალამიძე ებრალიძე პაპუნაშვილი ლიპარტია არაბიძე=== მჭედლიძე ვაწაძე კაჭარავა გელაშვილი დვალიშვილი ქვილითაია მელქაძე /სპარტაკი/

0.062963