მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის დათქმულ დროს გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა და მას კიდევ დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.
მოდრიჩმა ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი მოედანს იანვრის ბოლოს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, მკურნალობის პროცესი გაიწელა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მოდრიჩი მზად 10 მარტს “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის იქნება.