ფეხბურთი

16:07 | 11.02.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“როსტოვი” ანანიძის იჯარით აყვანას არ აპირებს

“როსტოვი” მოსკოვის “სპარტაკიდან” ქართველი ფეხბურთელის ჯანო ანანიძის იჯარით აყვანას არ აპირებს. ამის შესახებ როსტოველთა ვიცეპრეზიდენტმა ინტერნეტპორტალ tass.ru-სთან ისაუბრა.

“რატომ უნდა შევაწუხოთ? “სპარტაკმა” პაველ იაკოვლევი მოგვცა. ასე რომ, ჯანო შემადგენლობაშია და ენდობიან. ამჟამად, ის იქ თამაშობს და ყველაფერი ნორმალურადაა” – თქვა ალექსანდრ შიკუნოვმა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ანანიძემ “სპარტაკში” 7-ჯერ ითამაშა, მათ შორის 3-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში. თუმცა, სექტემბერში რუსეთის თასის 1/16-ფინალში კომსომოლსკ-ნა-ამურეზე ადგილობრივ “სმენასთან” სათამაშოდ მოსკოველებთან ერთად გაფრენაზე უარი თქვა და ამიტომ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. ანანიძე ამჟამად “სპარტაკთან” ერთად თურქეთში ემზადება.

0.066232