“პალერმოს” არგენტინელ თავდამსხმელ პაულო დიბალას მსურველთა რიგი უდგას. 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის “არსენალი”, “დორტმუნდი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ტურინის “იუვენტუსი” იჩენენ.
სიცილიური კლუბის პრეზიდენტ მაურო ძამპარინის ურჩევნია დიბალა “ბიანკონერთა” რიგებში გაუშვას, ვიდრე სხვა რომელიმე კლუბში.
“ნაპოლისგან” კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა სიმართლეა, რომ არგენტინელი ტურინელებს ესაუბრება. დიბალამ მითხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თანახმანი ვიქნებით, “იუვენტუსი” მის ტრანსფერს განახორციელებს. მისი გადაბირებით ბევრი ინტერესდება და მზად არიან მოლაპარაკებები აწარმოონ. მაუროს ვუთხარი, ბედნიერი ვიქნები თუ ტურინში გაგიშვებ და ვურჩევ მას იტალიაში დარჩეს.” – განაცხადა ძამპარინიმ.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა. დიბალას სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 15 მილიონ გირვანქას შეადგენს, თუმცა ევროპული მედიის ინფორმაციით, “პალერმო” ფეხბურთელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.