ფეხბურთი

13:07 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუმ რონალდუ დაიცვა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ, თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუ კრიტიკოსებისგან დაიცვა.

"ვინც ეჭვქვეშ აყენებს რონალდუს პროფესიონალიზმს და თავგანწირვას "რეალისადმი", ის საერთოდ არ იცნობს მის ისტორიას და ხასიათს", - განაცხადა ფიგუმ.

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც “სამეფო კლუბმა” 0:4 წააგო, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თავისი დაბადების დღე აღნიშნა, რაც 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კრიტიკის მიზეზი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112142