25 წლის ინგლისელმა მცველმა ჯეიმს ტომკინსმა “ვესტ ჰემთან” კონტრაქტი 2020-წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “ჩაქუჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფეხბურთელი ლონდონური კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ტომკინსმა 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ჯეიმსი ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, თუმცა მას ეროვნული ნაკრების მაისურით შეხვედრა არ ჩაუტარებია.