ფეხბურთი

12:15 | 11.02.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი” იკარდის აკვირდება

მილანის "ინტერის" 21 წლის არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი, “მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail -ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები ფეხბურთელის თამაშის სანახავად მილანში იყვნენ ჩასულნი და კვირას "ინტერის" და "პალერმოს" შეხვედრას დაესწრნენ, სადაც არგენტინელმა თავდამსხმელმა ორი გოლის გატანა მოახერხა.

მაურო იკარდის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში "ინტერის" მაისურით 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 13 გოლია.

0.131774