საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ალიკ სარქისიანი წვრთნის, სკოპიეში მაკედონიის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
ქართველების სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ბობოხიძე, ტიკურიშვილი.
შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში მაკედონიელებმა გახსნეს. ქართველებიდან საპასუხო გოლი ალთუნაშვილმა გაიტანა. მასპინძლებმა გადამწყვეტი ბურთი ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეაგდეს.
9 თებერვალს საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან პირველ სპარინგში 4:9 დამარცხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ძირითად რაუნდშია გასული, სადაც მე-7 ჯგუფში პორტუგალიას, რუმინეთს და ყაზახეთს ეთამაშება.
მატჩები 18-21 მარტს რუმინეთში შედგება. ფინალურ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ, მეორეადგილოსნები და საუკეთესო მესამედგილოსანი კი პლეი-ოფში იასპარეზებენ.