ფეხბურთი

12:02 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” დე იონგს ორი თვით მოისაკლისებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და “ნიუკასლის” შემტევი ნახევარმცველი სიმ დე იონგი “ნიუკასლს” მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია “კაჭკაჭების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

26 წლის ფეხბურთელს პნეუმოთორაქსი აწუხებდა, ანუ პლევრის ღრუში დაგროვებული უსარგებლო ჰაერი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ოპერაცია ჩაუტარეს. ნახევარმცველს მსგავსი პრობლემა 2013 წელს “აიაქსში” ყოფნის პერიოდშიც ჰქონდა.

მიმდინარე სეზონი დე იონგისთვის უიღბლო გამოდგა. ბარძაყის ტრავმის გამო მან ბევრი მატჩი გამოტოვა, ახლა კი ორი თვეც იუქმებს. ჰოლანდიელმა ჯამში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერლიგის გათამაშება 24 მაისს სრულდება. იმ შემთხვევაში თუ დე იონგის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით განვითარდება, ფეხბურთელს სეზონის ბოლოს რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

0.112499