ფეხბურთი

0:29 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე შილიოს დაბრუნება მომდევნო სეზონამდე გადაიდო

“მილანის” განაპირა მცველის, მატია დე შილიოს მოედანზე დაბრუნება ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. სავარაუდოდ, ის, მიმდინარე სეზონში, ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს.

მიმდინარე წლის იანვრის შუაში, დე შილიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოუჩინეს, რომელიც ქუსლის არეში ძლიერ ტკივილს იწვევს. თავდაპირველი ინფორმაციით, 22 წლის უნივერსალი მოედანს თვენახევარში დაუბრუნდებოდა. თუმცა, Football Italia-ს ცნობით, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ აჩქარება არ ღირს და მომდევნო სეზონამდე მისი თამაშის შანსი მცირეა.

0.111471