ფეხბურთი

20:50 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მალიორკას” სათავეში ისევ სოლერი დაბრუნდა

ესპანეთის სეგუნდადივიზიონში მოასპარეზე “მალიორკას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მიგელ სოლერი დაინიშნა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 49 წლის ესპანელი სპეციალისტი უკვე შეუდგა მუშაობას და დღეს გუნდი სავარჯიშოდ მან გაიყვანა.

სოლერმა “მალიორკას” სათავეში რუსი ვალერი კარპინი შეცვალა, რომელიც მალიორკელებს გასული წლის აგვისტოდან წვრთნიდა და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 24 ტურში მხოლოდ 27 ქულის მოპოვება შეძლო, რაც მწვრთნელის შეცვლის მიზეზი გახდა.

მიგელ სოლერმა ფეხბურთელის კარიერა 2003 წელს “მალიორკაში” დაასრულა და 2011 წელს სამწვრთნელო კარიერაც იქ დაიწყო – სამი წლის განმავლობაში დუბლშემადგენლობას წვრთნიდა, 2014 წელს კი, კარპინის მისვლამდე, მთავარი გუნდის დამრიგებელიც იყო.

“მალიორკა” სეგუნდადივიზიონში 22 გუნდს შორის ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11095