მილანის “ინტერის” უნივერსალმა განაპირა მცველმა, იუტო ნაგატომომ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იაპონელი ფეხბურთელი მოედანზე 2 თვის განმავლობაში ვერ გავა.
ნაგატომომ ტრავმა სერია A-ს გასულ ტურში, “პალერმოსთან” მოგებული (3:0) შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ იაპონელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული, რის გამოც მან ლაზარეთს 2 თვით მიაშურა.
იუტო ნაგატომომ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა. ამის მიზეზი ტრავმა და აზიის თასზე თამაშია. ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელმა დაზიანება პირველივე მატჩში მიიღო.