ფეხბურთი

18:27 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეშახტემ” ბაჯელიძე და ხინთიბიძე დაიმატა

ტყიბულის “მეშახტემ” ოზურგეთის “მერცხალიდან” ირაკლი ბაჯელიძე და ნიკოლოზ ხინთიბიძე დაიმატა. “ტყიბული” სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება და დავით რუხაძის ხელმძღვანელობით მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გადის.

ირაკლი ბაჯელიძე 2011 წლიდან 2014 წლის ბოლომდე “მერცხალის” ფეხბურთელი იყო, ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სეზონის პირველ ნახევარში “მერცხალის” მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ხინთიბიძეს, “მერცხალის” ყოფილმა ფორვარდმა ოზურგეთელთა რიგებში პირველ წრეში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.11938