ოფი-ს შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის მიერ “ერგოტელისის” კარში გატანილი გოლი, საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის 23-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sporfm.gr-ი იუწყება.
განვლილ ტურში ოფი სტუმრად “ერგოტელისთან” 2:3 დამარცხდა. 68-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, მერებაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით 3 მცველს გასცდა და “ცაციათი” გაიტანა.
გამოკითხვაში მისმა გოლმა ხმათა 57,64 პროცენტი დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ “ერგოტელისის” ფორვარდ ვლადიმირ დილასს ხმა გამოკითხულთა 27,26 პროცენტმა მისცა.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ქართველმა 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მიმდინარე სეზონში მისი გოლი საუკეთესო მეორედ დაასახელეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სპარტაკის დღევანდელი ამხანაგური.
)
სპარტაკის ოფიციალურ გვერდზე ,,კაებს" წერენ ჯანოზე
,,В центре здорово действовал Джано,.."
,,Все началось с передачи Зуева в центр на Джано. Грузинский полузащитник, здорово проявивший себя сегодня, в касание выполнил блестящую передачу на ход Давыдову. А Денис ворвался в штрафную и хладнокровно положил мяч в дальний угол..."
და გოლის ლინკი რატომ არ დადეეთ ??
ყოველთვის მომწონდა ამ ბიჭის თამაში მონდომებული თამაშობდა ხოლმე, კაია წარმატებები უეჭველი გადავა კარგ გუნდში