საკალათბურთო “ა” ლიგის შესარჩევი ტურნირის მონაწილე “კაქტუსის” მთავარი მწვრთნელის არჩილ ჟღენტის თანაშემწედ მისი ძმა, ყოფილი კალათბურთელი გიორგი ჟღენტი დაინიშნა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აქტიურ სპორტში ყოფნის დროს გიორგი ჟღენტი სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” რიგებში გამოდიოდა.







