ფეხბურთი

16:54 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

როისმა “დორტმუნდთან” გაახანგრძლივა

“დორტმუნდის” 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო როისმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას დორტმუნდელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როისს “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის ბოლოს მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავდა, როისის მიერ გუნდის გამოცვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან კონტრაქტის გახანგრძლივება მაინც გადაწყვიტა და “დორტმუნდს” თავისი მომავალი 2019 წლამდე დაუკავშირა.

მარკო როისი “დორტმუნდში” 2012 წლიდან თამაშობს. იურგენ კლოპის გუნდის მაისურით მან 104 თამაში ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. აქედან 14 მატჩი და 7 ბურთი მიმდინარე სეზონზე მოდის.

0.1397