ფეხბურთი

16:43 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ჭიათურამ” ამხანაგურში “ბორჯომი” დაამარცხა

უმაღლესი ლიგის მსგავსად სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება მიდის პირველ ლიგაშიც. უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი “ბორჯომი” ამხანაგურ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ “ჭიათურას” დაუპირისპირდა.

ჭიათურაში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 20 წლის მცველმა სერგო კობესაშვილმა გაიტანა, ხოლო ჭიათურელთაგან თავის გამოჩენა კუჭაშვილმა და მეცხოვრიშვილმა მოახერხეს.

როგორც სოციალურ ქსელში “ბორჯომის” ოფიციალური გვერდი იუწყება, “ჭიათურასთან” თამაშისას დაშავდა მიხეილ როსტიაშვილი, რომელიც გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. “ბორჯომში” გადასვლამდე კი იურმალას “სპარტაკსის” მაისურით თამაშობდა.

შეგახსენებთ, პირველი წრის დასრულების შემდეგ “ჭიათურას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ხვიჩა ქასრაშვილმა, მისი ადგილი კი გივი ჩინჩალაძემ დაიკავა. როგორც სოციალურ ქსელში “ჭიათურას” ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად “ამერის” ყოფილი ფეხბურთელი დავით სევასტოპულო იმუშავებს, რომელიც ამავდროულად გუნდის კაპიტანია.

0.129879