კალათბურთი

16:02 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეებად ანტეტოკოუნმპო და უესტბრუკი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად, შესაბამისად, “მილუოკი ბაქსის” ფორვარდი იანის ანტეტოკოუნმპო და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” მცველი რასელ უესტბრუკი აღიარეს.

მილუოკელებმა კვირის 4 მატჩიადან 3 მოიგეს, ბერძენი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 19.5 ქულა, 11.0 მოხსნა და 1.75 ჩაჭრა იყო. იგივე შედეგით დაასრულა კვირა “ოკლაჰომა სიტიმაც”. რაც შეეხება უესტბრუკს, ის საშუალოდ 34.3 ქულას, 9.3 მოხსნას, 9.0 პასს და 2.5 ჩაჭრას აგროვებდა.

0.114696