კალათბურთი

15:53 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩის ათასიანი ნიშნული

“სან ანტონიო სპურზის” მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კარიერაში მეათასე გამარჯვება იზეიმა. 66 წლის ლეგენდარული სპეციალისტისთვის საიუბილეო “ინდიანა პეისერზთან” მატჩი გამოდგა, რომელიც ტეხასელებმა 95:93 მოიგეს.

“დიდი ხანია, ამ საქმეში ვარ და ჩემს განკარგულებაში არაერთი დიდი მოთამაშე ყოფილა. წარმატების საიდუმლოც ესაა. ხეირიანი კალათბურთელების გადაბირება იოლი საქმე არაა, მე კი, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა”, - განაცხადა პოპოვიჩმა.

გრეგი ნბა-ს ისტორიაში მე-4 მწვრთნელი გახდა, რომელმაც ათასიან ნიშნულს უწია. მასზე სწრაფად ამგვარი შედეგი მხოლოდ ფილ ჯეკსონს და პეტ რაილის დაუფიქსირებიათ. ამასთან, პოპოვიჩი ჯერი სლოუნის შემდეგ, პირველი სპეციალისტია, რომელმა დიდოსტატური შედეგს ერთ გუნდთან ერთად მიაღწია.

0.11631