ფოთის “კოლხეთმა” თურქულ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგი მაკედონიის “პალისტერისთან” ჩაატარა, რომელშიც 0:2 დამარცხდა.
ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ძაგანია, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, თ.კაკულია, გურეშიძე, გოგონაია, შენგელია, ქორჩილავა, ჟიშკარიანი, ჯიქია.
პირველი ტაიმის მერე, მოედანზე მეკარე კოკა სეფიაშვილი შევიდა, მე-60 წუთიდან კი თამაშში კაკულია, ლემონჯავა, გაბისკირია, ამბროლაძე, გუგუშვილი, ბეჩეხია, ჩაკვეტაძე, სიჭინავა და ბარამიძე ჩაერთნენ.
“კოლხეთმა” პირველი გოლი 78-ე წუთზე გაუშვა, ხოლო მაკედონიელებმა მეტოქის კარი მეორედ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე გაიტანეს.
“კოლხეთი” 10 თებერვალს საქართველოში დაბრუნდება და მზადებას ფოთში გააგრძელებს.