თემურ აბულაძე საკალათბურთო A ლიგის შესარჩევი ტურნირის მონაწილე "არენა 76"-ის მთავარი მწვრთნელის ზურაბ ტომარაძის ასისტენტად დაინიშნა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად აბულაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აბულაძე “არენა 76”-ში გადასვლამდე უმუშევარი იყო. ბოლოს კი სუპერლიგის მონაწილე “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის გია კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა.







