გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, “დორტმუნდი” გუნდის იტალიელი თავდამსხმელის ჩირო იმობილეს ზაფხულში გასხვისებას არ გამორიცხავს.
გერმანული გუნდის ხელმძღვანელები ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილონი არიან, რადგან 24 წლის იტალიელმა ფორვარდმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში იმობილემ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.
იმობილეთი დაინტერესებას იტალიური “მილანი” და ინგლისური “ლივერპული” იჩენენ.