ფეხბურთი

19:04 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი შესაძლოა ზიდანმა ჩაანაცვლოს

მადრიდის “რეალის” იტალიელ თავკაცს კარლო ანჩელოტის შესაძლოა დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ. ამის შესახებ კატალონური გამოცემა “სპორტი” იუწყება.

მას შემდგე რაც, მადრიდულ დერბიში “რეალი” “ატლეტიკოსთან” 0:4 განადგურდა, “ბლანკოსის” ხელმძღვანელები დაფიქრდნენ. ანჩელოტის შემცვლელად კი “რეალის” კასტილიის გუნდის თავკაცი ლეგენდარული ზინედინ ზიდანი სახელდება.

კარლო ანჩელოტი “რეალს” 2013 წლიდან წვრთნის და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, სამეფო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121967