ფეხბურთი

18:39 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ჯერარდის შემცვლელს მიაგნო

ინგლისურ “ლივერპულს” სეზონის დასრულების შემდეგ ლეგენდარული კაპიტანი სტივენ ჯერარდი დატოვებს, რომელიც კარიერას ამერიკულ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.

ლივერპულელები კი მისი შემცვლელის ძებნას აქედანვე იწყებენ. ინგლისური გამოცემა “დეილი ექსპრესი” იუწყება, რომ ერთ-ერთ კანდიდატად ლონდონის “არსენალის” 23 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი განიხილება.

უილშირი მიმდინარე სეზონში ტრავმებმა დატანჯეს და როგორც ინგლისელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, “მეთოფეები” ხელსაყრელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ფეხბურთელის გასხვისებაზე უარს არ იტვყიან. მათივე ნარკვევით, უილშირის სატრანსფერო ფასმა 30 მილიონ ევროზე მეტი არ უნდა შეადგინოს.

მიმდინარე სეზონში ჯეკ უილშირმა პრემიერლიგაში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა. მას “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.121619