ფეხბურთი

18:10 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი “პორტუს” ზაფხულში დატოვებს

პორტუგალიური “პორტუსა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ჯექსონ მარტინესმა კოლუმბიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ “პორტუში” ბოლო სეზონს ატარებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

“მომავალ წელს სხვა გუნდში ვითამაშებ. “პორტუში” ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას იღებენ, გუნდი დინამიურ და ტაქტიკურ ფეხბურთს თამაშობს. ჩემთვის საამაყოა მეცვას მისი მაისური, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა.

რაც შეეხება მომავალ კლუბს, ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. ამაზე ჩემი აგენტი მუშაობს. ინგლისში ან იტალიაში სიამოვნებით ვითამაშებდი”, - განაცხადა მარტინესმა.

28 წლის მარტინესი “პორტუს” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 79 შეხვედრაში 62 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს აღწევს.

0.120242