“საუთჰემპტონის” საკუთრებაში მყოფი და მილანის “ინტერში” იჯარის წესით მოთამაშე პაბლო დანიელ ოსვალდოთი არაბული “ალ აჰლი” და არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” ინტერესდებიან – იუწყება იტალიური პრესა.
29 წლის ფორვარდს ბოლო პერიოდში “ნერაძურიში” სიტუაცია აერია. მან ჯერ თანაგუნდელ იკარდისთან იჩხუბა, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღე ვარჯიშზე საკუთარი ინიციატივით არ გამოცხადდა. ამიტომაც, რობერტო მანჩინიმ მასთან განშორება გადაწყვიტა და ევროპა ლიგის განაცხადიდანაც ამოაგდო.
ოსვალდომ მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.