ფეხბურთი

17:49 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კეინის შეძენას გეგმავს

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემის” 21 წლის ფორვარდით ჰარი კეინით ინტერესდება. ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდებულ სეზონს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ მადრიდელთა თვალთახედვის არეში მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კეინმა “დეზებთან” კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.

ჰარი კეინს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 20 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ევროპის ლიგაზე მეტოქეები 7-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113065