თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დანიის “ოდენსემ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი გამოდის, პირველი ამხანაგური მატჩი სერბეთის “ვოივოდინასთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი დანიელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.
საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში “კერკირამ” გასვლაზე “პანიონიოსთან” 0:0 ითამაშა. ცენტრალურ მცველი აკაკი ხუბუტია სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. “კერკირა” 27 ქულით 18 გუნდში მეთერთმეტეა.
“პანთრაკიკოსმა” სტუმრად “პლატანიასთან” 0:2 წააგო. 19 წლის მცველი ნუგზარ მუზაშვილი დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “პანთრაკიკოსი” 24 ქულით მეცამეტეა.
იტალიის ლიგა პრო A-ში (მესამე ლიგა) “სუდტიროლმა” შინ “კრემონეზე” 3:1 დაამარცხა. თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე მასპინძელთა თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “სუდტიროლი” 40 ქულით 20 გუნდში მეხუთეა.
პრაღის “სლავიამ”, სადაც ლევან ყენია გამოდის, თურქეთში შეკრების დასკვნით დღეს ამხანაგური შეხვედრები სერბეთის “რადთან” (1:2) და პერმის “ამკართან” (0:0) ჩაატარა. ქართველ შემტევ ნახევარმცველს არცერთში უთამაშია.